• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ქართველი გოგონას და ვენესუელელი ბიჭის საოცარი სიყვარულის ისტორია და ულამაზესი ქორწილის ფოტოები რაჭიდან

ქართველი პატარძლის და ვენესუელელი ნეფის ულამაზესი ქორწილის ფოტოებმა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. 

ქართველმა გოგონამ, მირანდუხტ დავითულიანმა, რომელიც რაჭაში ცხოვრობს და საოჯახო სასტუმროს მფლობელია, სასტუმროს გვერდზე თავისი სიყვარულის ისტორიაც გამოაქვეყნა. გთავაზობთ გოგონას წერილს, რომელმაც საზოგადოება ძალიან დააინტერესა.

"რაჭაში რა გინდაო, თბილისში ჩამოდიო, სოფელში ცხოვრობო, რითი ერთობიო, შეყვარებული კიდევ არ გყავსო? მანდ ვის ნახავო, პრინცი მოგივა, არ გინდაო?ჩაჯდები სოფელში და იქნები ეგრეო ...მიუხედავად ამ შეძახილებისა, მაინც ბედნიერად განვაგრძობდი რაჭაში ცხოვრებას!

...

გამარჯობა!

"გარემოში" ერთ ნომერს დამიჯავშნით? მომდის შეტყობინება...

ჯავშნებს გადავხედე და თავისუფალი თარიღებიც აღმოგვაჩნდა , ჯავშანიც მივიღე!

დრო ისე სწრაფად გავიდა, "ნომრის დალაგებაც ძლივს მოვასწარით" , რომ სტუმარიც "მოგვადგა" .

ლუის მარკესზე ნომერია დაჯავნილი, ვენესუელადან...თითქოს ამ სიტყვების თქმისთანავე "სიყვარული შემოიტანა".

...

საქართველოს დათვალიერება მინდაო და მხოლოდ "გარემო" ნახა.

როგორც ჩანს "სიყვარულის ჩანჩქერის" წყალი დიდი დოზით მქონდა მიღებული.

...

და ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ყველაფერი ვენესუელური სერიალივით განვითარდა..

ტუკ,ტუკ...

შეტყობინების ხმა იყო და მეილიც დაუყოვნებლივ გავხსენი...

"ძვირფასო მირანდუხტ, მსურს შენთან ერთად ორი კვირა გავატარო მალდივებზე"

თანდართული ორი ბილეთით!

"კი, კი! ოცნებები ხდება და მეც ავიხდინე მალდივური ოცნება. ბილეთები ადრიანად, 2-3 თვით ადრე შეიძინა," - წერს გოგონა და შემდეგ თავისი მალდივური თავგადასავლის შესახებ ყვება, რომელიც ხელის თხოვნით დასრულდა.

  "ცოლად გამომყვები"? ქართულად დაწერილი,წყალგამძლე მატერია გამიშალა და ბეჭედიც ისეთი ლამაზი გამიკეთა, წყალქვეშა სამყაროც კი მონუსხა მისმა სილამაზემ.

ხმა ლოგიკურია ვერ ამოვიღე, მაგრამ "კის" გარდა სხვა სიტყვაზე არც კი ვფიქრობდი.

საოცარი ემოციით დატვირთულმა ამოვყვინთე წყლიდან და ომახიანი "კი" ხელახლა ვუთხარი.

ჩავსხედით კატერში და ბედნიერებმა განვაგრძეთ სვლა კუნძულისკენ.

ხვალ იქ წავალთო, სადღაც ჰორიზონტზე , წყალზე მიმობნეულ კოტეჯებზე გაიშვირა ხელი...

...და მოვხვდი "სამყაროში" , სადაც ყველაფერი იდეალურია, მგონი სამოთხე ეგეთი წარმოდგენითაა ჩემს გონებაში.

და კი,კი, ნამდვილად სამოთხეში ვიყავი! და დრო გადიოდა ასე სიყვარულსა და ბედნიერობებში... და ამასობაში "ყველამ" რაჭაში გადმოცხოვრებაზე დაიწყო ფიქრი. ხელი მოვაწეროთო, დანიაში, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივიღეთ გადაწყვეტილება. 10 იანვარს დანიაში ისე ციოდა ძვლებში ატანდა სიცივე, მაგრამ მედგრად ვიდექი ჩემი კაბითურთ. და დღეს 2019 წლის 14 სექტემბერია და ზუსტად 6 დღის წინ ქართულ-ვენესუელური ქორწილიც გავმართეთ "გარემოში" ,

ბედი იყოო, ასე ამბობენ და დაე, მეც მჯერა ბედისწერის,

იმ ბედისწერის, რომელიც ადამიანის "სამყაროს" ბედნიერებიდან უბედნიერესობამდე ცვლის...

და ჩვენ ერთად შემოვივლით მსოფლიოს და აუცილებლად გაგიზიარებთ თითოეულ თავგადასავალს აწ უკვე მირანდუხტ დავითულიანი დე მარკესი ,ლუის მიგელ მარკეს რეიესთან ერთად," - წერს ქართველი გოგონა.

ნახეთ ქორწილის ფოტოები.


თეგები :