• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

უმაღლესი შეფასება საგნობრივ გამოცდაზე 79 წლის ფოთელმა მასწავლებელმა მიიღო

ფოთში, 79 წლის მასწავლებელმა, ნატრული ტაბიძემ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს, მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე უარი განაცხადა და საგნობრივ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება - 10 ქულა მიიღო.

ფოთის საკრებულოს ინფორმაციით, ნატრული ტაბიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას 1964 წლიდან ეწევა. ის ქიმიის მასწავლებელია.

ნატრული ტაბიძე 37 წელია, ფოთის თეოფანე დავითაის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს. მრავალი თაობის აღმზრდელი, დამსახურებული პედაგოგი არაერთი ჯილდოს და წოდების მფლობელია. ის დამწყებ პედაგოგებს ურჩევს მოსწავლეებთან ტაქტიანები, შემწყნარებლები და გულწრფელები იყნენ.

 

 


თეგები :