• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

უახლოეს დღეებში, საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

meteo.gov.ge-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი 3 დღის განმავლობაში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. 18 სექტემბერს იწვიმებს ღამის განმავლობაში. ტემპერატურა +10, +32 გრადუსი იქნება. შედარებით ძლიერი იქნება ქარი 18 სექტემბერს და მისი სიჩქარე 20-25მ/წმ მიაღწევს.

იწვიმებს დასავლეთ საქართველოშიც 18 სექტემბერს ღამეს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ხოლო 19-20 სექტემბერს მცირე წვიმა. ტემპერატურას +14, +31 გრადუსი იქნება.

საქართველოს დედაქალაქში 18 სექტემბრის ღამეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ქარის სიჩქარე 17-22მ/წმ იქნება. ღრუბლიანი თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი 19-20 სექტმბერს თბილისში ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში +16, +31 გრადუსი იქნება.


თეგები :