• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციის დროს გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


თეგები :