• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

17 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - რუტინული საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რომ თავისუფალი დრო მხიარულად გაატაროთ. უფროსთან განიხილეთ ახალი იდეები.

კურო - დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ენერგიით დაიმუხტეთ. უამრავი დეტალი და ნიუანსი მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

ტყუპი - კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად. საღამოს ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა, თვალსაწიერის გაფართოება მოგინდებათ.

კირჩხიბი - დღეს უნდა დაასრულოთ ის საქმეები (სცადოთ მაინც), რომლებიც გვერდზე გქონდათ გადადებული. ნუ ჭოჭმანობთ, ყველაფერი გამოგივათ.

ლომი - ახალი ნაცნობობა სწრაფად განვითარდება და კარგ შედეგსაც მოგიტანთ. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვისაც.

ქალწული - იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. კრიტიკა კომპლიმენტებით ჩაანაცვლეთ. შეიძლება გაგიჭირდეთ მეგობრების გაგება.

სასწორი - დაისახეთ მიზანი - რთულიც - და გააქტიურდით. კარგი დღეა როგორც ახალი საქმეების დასაწყებად, ასევე ძველების დასასრულებლად.

მორიელი - დღეს უსაქმოდ ვერ გაჩერდებით. ვალდებულებები მოგემატებათ სამსახურშიც და სახლშიც. იყავით დაკვირვებული.

მშვილდოსანი - ცხოვრებას შავ-თეთრად ნუ უყურებთ. შეიძლება დახმარება ისეთმა ადამიანმა გაგიწიოთ, ვინც ცუდი გეგონათ.

თხის რქა - ხანდახან განსხვავებულად უნდა მოიქცეთ, არასტანდარულად იმოქმედოთ. ასეთი ქმედება ფანტასტიკურ შედეგს მოგიტანთ.

მერწყული - დასვენებასა და გართობაზე ნუ ფიქრობთ. ახალი იდეებიც უნდა განახორციელოთ და დაწყებული საქმეებიც დაასრულოთ.

თევზები - გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. კეთილი ადამიანის წყალობით სასიამოვო და მხიარული დღე გელით.

 

astrologi.ge


თეგები :