• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

თბილისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა

თბილისში, ზურაბ ჭავჭავაძის, ყოფილი შეროზიას ქუჩაზე გამთენიისას მესამე სართულის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამუშაოები ტარდება, რათა აივნის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟი მოხდეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

სამსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოსახლეობა დედაქალაქის მერიასა და გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს კორპუსისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამგეობას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.


თეგები :