• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

გლდანის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელი ბინა დაიწვა

გლდანის პირველ მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე,  საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. 

შემთხვევის დროს ბინაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი კვამლით ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბინის მეპატრონის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ოთახში დარჩენილი ანთებული სანთელი გახდა.

ხანძარი ლიკვიდირებულია.


თეგები :