• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

"აი, ეს თინეიჯერობიდან ახლად გამოსული თაობა ყველაფერს მიაღწევს... თან რა ლამაზია ეს ოხერი გოგო"

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგონა სამშობლოს მონატრებაზე საუბრობს:

"აი, ეს თინეიჯერობიდან ახლად გამოსული თაობა ყველაფერს მიაღწევს. გულისამაჩუყებელია ეს ვიდეო, მაგრამ, კარგად თუ დავაკვირდებით, ძალიან იმედისმომცემიც.

მთავარია, ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, რომ დაბრუნდნენ. მერე ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს. ჩვენ კიდევ, იმ ხსენებულ ძაღლებს გავასეირნებთ, აი იმას, რომ არ დაყეფს, და გვერდიდან შევხედავთ, როგორ აშენებენ “ბავშვები” ახალ და კარგ საქართველოს.

ps თან, რა ლამაზია ეს ოხერი გოგო," - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.


თეგები :