• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია თავისივე მოადგილეს - კახა საბანაძეს უპირისპირდება

ექსკლუზივი: პრესა.ჯის შს სამინისტროდან მიაწოდეს ინფორმაცია რომ სისხლიან ჯალათად წოდებული შს მინისტრი, გიორგი გახარია თავისივე მოადგილეს, კახა საბანაძეს დაუპირისპირდა. 

კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, რომელიც შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, გავრილოვის ღამის ავტორს,  შს მინისტრის პირველი მოადგილის კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული ინტერვიუს ის ნაწილი არ მოეწონა, სადაც საბანაძე მიტინგის დარბევამდე აქციის მონაწილეების გაფრთხილების თაობაზე ურთიერთგამომრიცხავად საუბრობს. 

უფრო სწორად, გახარიამ (რომლის ბრძანებითაც 20 ივნისს ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ხალხი დაასახიჩრეს და დაასისხლიანეს) ჩათვალა რომ საბანაძემ, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა ჟურნალისტს და მინისტრის მხრიდან პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა დაადასტურა.

შს მინისტრის პირველი მოადგილის ინტერვიუ გაზეთმა კვირის პალიტრამ გუშინ გამოაქვეყნა. 

ამ ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც საუბარია დემონსტრანტების დარბევამდე გაფრთხილების აუცილებლობაზე, გუშინვე მოჰყვა შეფასება. იურისტების აზრით, საბანაძემ ფაქტობრივად, გახარიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ის სისხლის სამართლის დანაშაულში ამხილა.

"ციტატა ჯერჯერობით შს მინისტრის, პოტენციური ბრალდებული გ.გახარიას მოადგილის, კახა საბანაძის ინტერვიუდან: 

"როცა აგრესიული მასა შეტევაზე გადმოდის, როგორ წარმოგიდგენიათ გაფრთხილება? პოლიციას თავს დაესხნენ იმისთვის, რომ პარლამენტში შესვლა უნდოდათ. 

ასეთ დროს გაფრთხილებას აზრი არა აქვს, გარდა იმისა, რომ იყო ინტერვიუებით მოწოდება, დაშლილიყვნენ, ოფიციალური განცხადებები, მოწოდება ორგანიზატორების მისამართით, რომ შეეწყვიტათ აგრესიული ქმედება."

ფაქტიურად, კ.საბანაძე ადასტურებს, რომ მიტინგის დაშლამდე მომიტინგეებისთვის გაფრთხილება არ გაცემულა, შესაბამისად მიტინგის დაშლის ბრძანება არის არაკანონიერი. ამაზე მკაფიო მტკიცებულება გ.გახარიას წინააღმდეგ რთული წარმოსადგენია.

კ.საბანაძის მსჯელობა, რომ მომიტინგეების გაფრთხილებას არ ქონდა აზრი, სამართლებრივი თვალსაზრისით სიბრიყვეა - ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი იმპერატიულად ადგენს გაფრთხილების სავალდებულოობას! 

ფაქტობრივი თვალსაზრისით კი კ.საბანაძის აღნიშნული მსჯელობა არის ტყუილი; თვითონვე  ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიცია 2 საათის მანძილზე იგერიებდა შეტევას, რა უშლიდა ხელს შსს-ს ამ 2 საათის მანძილზე გაეფრთხილებინა მომიტიგეები და მიეცა დრო დასაშლელად?!

პ.ს. საინტერესოა, შეიძენს თუ არა კ.საბანაძე ,,ოქროს მოწმის" სტატუსს გ.გახარიას ბრალდების საქმეში, თუ სხვა ხელქვეითები უფრო მნიშვნელოვან ჩვენებებს გასცემენ", - წერს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე და ადვოკატი, ბექა ბასილაია.

სწორედ ინტერვიუს ეს ამონარიდი გახდა სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას გაბრაზების მიზეზი, რომელიც შიშობს რომ "თუ ხელისუფლება შეიცვლება, შესაძლოა, საბანაძემ მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს".

თავის მხრივ, საბანაძე, რომელსაც მისი გარემოცვა "რეალურ მინისტრს" უწოდებს, თავს იმართლებს და აცხადებს რომ ინტერვიუმდე კონსულტაციები გაიარა. “მინისტრი ყველაფრის საქმის კურსში იყო" - ამბობს ის პოლიციელებთან საუბრისას.

შეგახსენებთ რომ 20 ივნისს, მშვიდობიანი მოქალაქეები გახარიას ბრძანებით სასტიკად დაარბიეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, 250-ზე მეტი ადამიანი დაასახიჩრეს და დაასისხლიანეს. 

ერთერთი ვერსიით, ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოვებული ივანიშვილ-გახარიას სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ - გავრილოვის მიმართ გამოხატული პროტესტის გამო.

ივანიშვილის რეჟიმმა, ანტისაოკუპაციო მომიტინგეების სასტიკად დასჯითა და ახალგაზრდებისათვის დათხრილი თვალებით მოუხადა ბოდიში კრემლს.