• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

ოკუპირებული აფხაზეთის მთელი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ოკუპირებული აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა,  მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გახდა.

„ამინდის გაუარესებით გამოწვეული პირობების გამო, გალის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ჭიღვარა“ გაითიშა“, - წერია ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს მეხი დაეცა.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.


თეგები :