• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

ყანდაურაში თვენახევრის წინ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა.

ელზა გამყრელიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული და თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თვენახევრის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. 

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული.


თეგები :