• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ არავინ გაგაკონტროლებთ და თავზე არ დაგადგებათ, უკეთ შეასრულებთ ვალდებულებებს. მარტივად დაამარცხებთ კონკურენტებს, კომპიუტერული თამაშების დროსაც კი. 

კურო
ბინაში, სამსახურსა და პირად ურთიერთობებში რევოლუციის დღეა. ზოგიერთი საბავშვო ოთახის ან მისაღების რემონტს გადაწყვეტს. 

ტყუპი
ფლირტის, შეხვედრების და საუბრების დღეა. როგორც მეგობრებთან, ის საქმიან პარტნიორებთან. შემთხვევითი ნაცნობა შეიძლება დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს. საღამოს კინოში ან კლუბში წადით. 

კირჩხიბი
ყველაფერი მოიმოქმედეთ, რათა გაიუმჯობესოთ განწყობა, საცხოვრებელი პირობები. მანდილოსნებმა მეტი დრო დაუთმეთ იმიჯის დახვეწას. დღეს მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. 

ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. კარგი დღე ელით მხატვარ და კოსტიუმების დიზაინერ ნიშნებს. შეიცვალეთ გარემო; იყავით თავისუფალი. 

ქალწული
კრეატიულ ნიშნებს მეტი დაფასება ელით. მარტოც კი კარგ შედეგებს მიაღწევთ მუშაობაში. ზოგიერთს კოლეგასთან ელის რომანის გაბმა. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, ის შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორც ერთი ნახვით მოგეჩვენათ. 

სასწორი
კარგი დღე ელით კომუნიკაციისა და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე, დღესასწაულების მომწყობებს. ერთი ნახვით შეყვარება და ახალი გატაცება გელით. 

მორიელი
ენერგიული და უშიშარი ხართ. დაისახეთ ახალი მიზნები და იბრძოლეთ მათ განსახორციელებლად. შეიძლება ახალი დამხმარე, კოლექტივში ახალი თანამშრომელი მიიღოთ. 

 

მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკას, ბავშვებთან ურთიერთობას. 

მშვილდოსანი
იმედით აღსავსე ხართ, რომ ყველაფერი გამოგივათ და ასეც არის. აზარტით შეუდგებით ახალი იდეების განხორციელებას. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების გასავითარებლად. ზოგიერთს უცხო კულტურის მქონე ადამიანთან ელის რომანის დაწყება. 

თხის რქა
უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი. აგრეთვე, ახალი პროექტები კოლეგებთან ერთად განსახილველი. ეცადეთ, არ აიღოთ ახალი ვალი და არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. აგრეთვე, ზომიერება გმართებთ ხუმრობისას. რთულ მომენტებში ალალ-მართალი უნდა იყოთ სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც. 

მერწყული
თქვენი ნათქვამი და შესრულებული საქმე კარგ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, თავისუფალ გარემოში იმუშაოთ. მეტი დრო დაუთმეთ საორგანიზაციო და პროფესიული პრობლემების მოგვარებას. 

თევზები
დღეს არ უნდა იზარმაცოთ და ნებისმიერ ვითარებაში პოზიტივზე გაამახვილოთ ყურადღება. ზოგიერთს შეიძლება ექიმთან ვიზიტი დასჭირდეს.

 

astrologi.ge


თეგები :