• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

"თუ მოღალატე ქალი მოსაკლავია, მაშინ კაცების 80% დასახვრეტია, მაგ მუხლით... ყოველი მეორე კაცი ცოლს ან შეყვარებულს ღალატობს ჩვენთან, მაგრამ კაცია და ეპატიება: "გაიგულავა"

ბექა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს:

"აგარაში, მორიგმა არაადამიანმა, ცოლი დაჭრა და მეზობელი, 2 შვილის მამა, შვილების თვალწინ დანით აკუწა და მოკლა. ეჭვიანობის ნიადაგზე. 

ეს ორი ადამიანი კი არც კი იცნობდნენ თურმე ერთმანეთს. ახვარი, ბრმადმორწმუნე ბრბო კი საზიზღრობებს წერს: "ყველა ბოზი სიკვდილის ღირსია და ა.შ."

ღალატი ორივე ადამიანის მხრიდან არაეთიკურია და მომხრე ვარ, ასეთ დროს წყვილი სამუდამოდ დაშორდეს ერთმანეთს, მაგრამ მკვლელობას არ აქვს არანაირი გამართლება, თქვე არასწორებო და პოტენციურო მკვლელებო . 

ასეთი ჩათლახი და ნაგავი ქალები ზრდით სწორედ, მოძალადე, უსუსურ მამრებს. სახელმწიფოში კი კანონი ყველას ფეხებზე კიდია და უკვე ადამიანების მოკვლა მოდად იქცა. არც არავინ ისჯება სათანადოდ. 

რაც შეეხება ეჭვიანობას და ნევროზს, სახელმწიფო უნდა მკურნალობდეს ასეთ ადამიანებს, რომ მსგავსი არ მოხდეს. 

პ.ს. თუ მოღალატე ქალი მოსაკლავია, მაშინ კაცების 80% დასახვრეტია, მაგ მუხლით.  ყოველი მეორე კაცი ცოლს ან შეყვარებულს ღალატობს ჩვენთან, მაგრამ კაცია და ეპატიება: "გაიგულავა".

ან მენტალიტეტს შევიცვლით, ან გვეტირება მალე ყველაფერი," - წერს ბექა.


თეგები :