• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

თამრიკო ჭოხონელიძის ვაჟი: დედაჩემს ყველანაირად გვერდში ვუდგავარ... ხალხს კი ვთხოვ, ასეთ სიბნელეში ნუ იცხოვრებენ, თავისი ჭკუითაც იაზროვნონ

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ვაჟი, მსახიობი კოკო როინიშვილი დედამისის მიმართ უარყოფით რეაქციას ეხმაურება. რეაქცია მომღერლის განცხადებას მას შემდეგ მოჰყვა, რაც ჭოხონელიძემ თქვა, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე არ იმღერებს.

"დედაჩემს ვეთანხმები ყველანაირად და გვერდში ვუდგავარ. რაც შეეხება ნეგატიურ კომენტარებს, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. უბრალოდ ერთს ვთხოვ მათ, რომ ასეთ სიბნელეში ნუ იცხოვრებენ, თავისი ჭკუითაც იაზროვნონ, ბრმად ნურავის ნუ მიენდობიან და გაყვებიან. ეს თხოვნაა მათნაირი მოქალაქეებისთვის," - აცხადებს როინიშვილი გამოცემა "პრაიმ ტაიმთან."

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორისო მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.


თეგები :

×