• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

კალაძე: ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი დაზიანებულია, ტყუილია

თბილისის მერი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი დაზიანებულია და მას ნაპრალები აქვს.

მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

„გუშინ, ცხელ ხაზზე ზარები არ წყდებოდა მთელი დღის განმავლობაში. ეს არის ტყუილი და მინდა, მოვუწოდო ამ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. როდესაც ჟურნალისტი ხარ, მეტი პასუხიმგებლობა უნდა გქონდეს. როდესაც მტკიცებით ფორმაში ამას საუბრობ, არწმუნებ საზოგადოებას, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და უნდა დაინგრეს, მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად მეტროთი, კეთილი უნდა ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დასკვნებს. ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა კალაძემ.