• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

კალაძის ფოტო-სესია 14 ადამიანის გრიპით გარდაცვალების ფონზე

გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანები მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ვერ გადაჰყავს, კახი კალაძე კი ამ დროს ალპებიდან პოზირებს.

ყვავილ-ვარდებიან ქურთუკში გამოწყობილ მილიონერს, ალპებში ფოტო-სესია აქვს, თბილისსა და დანარჩენ საქართველოში კი, ხალხი ღორის გრიპით იხოცება. 

გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 14-ს მიაღწია. საავადმყოფოებში მკურნალობს 640 და აქედან, 39-ის მდგომარეობა უმძიმესია. 

კალაძის პახუსიმგებლობა

სერგეენკოს გარდა, შექმნილ კატასტროფულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია თბილისის მერი კალაძეც, რადგან სასწრაფო სამედიცინო სამსახური სწორედ მერიის დაქვემდებარებაშია.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს გარემოება სულაც არ ანაღვლებს ორი ავტოგოლის ავტორს, რომელმაც საყოველთაო ეპიდემიის ფონზე, ძვირადღირებული შვებულება მოიწყო.

ოპოზიციის მოთხოვნა

თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები დღეს მერის თბილისში დაბრუნებასა და არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვდნენ.

კალაძის მხარდამჭერები კი, ურცხვად იტყუებოდნენ რომ მერი თბილისშია და ის მისმა მეზობლებმაც ნახეს.

გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კალაძე ამ წუთებში საქართველოსკენ მოფრინავდეს, თუმცა, წესით, არჩეული მერი იმდენს მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ საყოველთაო პანიკის დროს არ გამოდოს რამდენიმე ათას ევროიანი ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები - ალპებიდან.