• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

შსს პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეცტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს. 

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

თეგები :

შსს