• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

"კოტე კაიფში არ გაპარულა" - თოლორდავას მეუღლე ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს (ვიდეო)

მოსკოვში 11 აპრილს დარუპული  ქართველი მსახიობის კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი არა ნარკოტიკული საშუალების მიღება არამედ ინფარქტი გახდა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვლილის მეუღლემ განო მელითაურმა და მსახიობის მეგობრებმა ისაუბრეს.

მათი თქმით,  ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომელიც თოლორდავას ქვრივმა გაასაჯაროვა.

ოფიციალური ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, გარდაცვალება მიოკარდიუმის ინფარქტმა გამოიწვია. სასამართლო ექსპერტიზაში ასევე აღნიშნულია, რომ გაკვეთის შედეგად მსახიობის სხეუულში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა.

"სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: "1979 წლის 13 მაისს დაბადებული კონსტანტინე თოლორდავას სხეულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე - რაც ითვალისწინებს წინასწარი მოკვლევისა და ლაბორატორიული გამოკვლევების შდეგებს - ვასკვნი: ბატონი თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტია, რამაც გამოიწვია გულის მწვავე უკმარისობა. 

 გულის კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. ინფრაქტისშემდგომი კარდიოსკლეროზის მრავლობითი და ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კერები. ჰიპერტონია. გულის ჰიპერტოფია, შიდა ორგანოებში მკვეთრად გამოხატული მწვავე არტერიული სისხლჭარბობა. ფილტვების და ტვინის შეშუპება. მუცლის ღრუს მიდამოში აორტის მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი. თავის ტვინის არტერიის ათეროსკლეროზი. თირკმელების

და ღვიძლი პარენქიმური დისტროფია.

სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა: ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები. მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედეუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები", - წერია სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.

„ჩემი მეუღლის  გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კოტე თოლორდავას "კაიფში გაპარვის" შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა. კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" და ის ინფარქტით გარდაიცვალა", - აღნიშნა კოტე თოლორდავას მეუღლემ მოზარდმაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

განოს იმედი აქვს, რომ სასამართლო დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ მორჩება სპეკულირება „კაიფში გაპარვასთან დაკავშირებით“.

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი, კოტეს მეგობარი: ცუდი ჭორები მუდმივად გვესმოდა... კარგია, რომ ხალხი კოტეზე სიმართლეს გაიგებს, რომ ის არ გარდაცვლილა იმის, გამო, რასაც ფიქრობდნენ. მიხარია, რომ სიმართლე გაირკვა, თუმცა ვწუხვარ, რომ ახალგაზრდა კაცი, როცა ის თავის ოჯახს, ქვეყანას, კინოს, თეატრს სჭირდებოდა, ასე ტრაგიკულად გარდაიცვალა. 

 


თეგები :