• თბილისი
  • 25°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გახდა, ის მანამდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ აჭარაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ნინო ნიჟარაძე პროფესიით ექიმია, 2012 -2018 წლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია.


თეგები :