• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე უხვი ნალექის გატარებას არ ჰყოფნის.

წვიმამ ერეკლე მეორეს ქუჩაზე არსებული მრავალ სართულიანი კორპუსების მოსახლეობაც დააზარალა, სადაც შენობის გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს, დილის 6 საათიდან მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ მობინადრეთა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა სრულად დააზიანა.

სპეციალისტები მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს ითვლიან.


თეგები :