• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა თელავის მუნიციპალიტეტში. კოვიდინფექცია სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა. 

შუახნის ქალს PCR ტესტზე ნიმუში აუღეს, რამაც ინფექციაზე დადებითი შედეგი აჩვენა. შუა ხნის ქალს ცოტა ხანში თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანენ. 

ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მუშაობს სოფელ ყარაჯალაში. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების მოძიება.