• თბილისი
  • 13°C
  • 30 მარტი, 2020
article

საგარეჯოში ადგილობრივი მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს

საგარეჯოში ადგილობრივი მოსახლეობა მიწევის გასხვისებას აპროტესტებს. მათი თქმით, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მუნიციპალიტეტმა კი მათგან ფარულად მიწები გაასხვისა და საპარტნიორო ფონდს გადასცა.

როგორც აქციის მონაწილეების ამბობენ, მათი ძირითადი შემოსავალი სოფლის მურნეობაა, აღნიშნულ ტერიტორიას კი წლებია სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ. მათ შესაბამის უწყებებს დასაკანონებლად არაერთხელ მიმართეს.

საუბარია, კაკაბეთის, გიორგიწმინდასა და საგარეჯოს დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულებზე.

როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, მოლაპარაკებები დაწყებულია, რის შემდეგაც პრობლემა მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება.

ადგილობრივების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.


თეგები :