• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

სადახლოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში, სადახლოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

უწყება დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს ხანძრის ეპიცენტრიდან.

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი გუშინ, საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.

თეგები :