• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ტრაგედია საბერძნეთში - „ეს იყო ჯოჯოხეთი, ყველაზე საშინელი სცენა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს“

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ცეცხლი, რომელიც ათენთან ახლოს, ატიკის რეგიონში მძვინვარებს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთის ყველაზე დიდი ხანძარია.

ზღვისპირა სოფელ მატიში მაშველებმა 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. შენობაში გამომწყვდეულთა ნაწილი, როგორც ჩანს, სიკვდილს ერთმანეთთან ჩახუტებული შეხვდა.

ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების თქმით, მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რის გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ“, - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისკენ მოუწოდა.

კურორტი მატი ხანძარმა თითქმის სულ გაანადგურა. ერთ-ერთი თვითმხილველი აღწერს ნახანძრალ სოფელს. „ეს იყო ჯოჯოხეთი. ყველაზე საშინელი სცენა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს“, - ჰყვება კოსტას კოუკუმაკასი. მან გაიარა ასობით ალმოდებულ მანქანასა და სახლს შორის. პოლიციის თქმით, ერთ-ერთი ეზო ცხედრებით იყო სავსე.

საქართველოს ორი მოქალაქიდან, რომლებიც დაკარგულად მიიჩნეოდა, ერთი ნაპოვნია. მეორის ძებნა კი კვლავ გრძელდება.

თეგები :