• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

გურჯაანში მოსახლეობამ სავარაუდოდ შუა საუკუნეების თიხის დასამუშავებელი კამაროვანი ქურა აღმოაჩინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ადგილობრივმა მოსახლეობამ დღემდე უცნობ არქეოლოგიურ ობიექტს მიაკვლია და სპეციალისტებს შეატყობინა. 

ნაგებობის დასათვალიერებლად ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აღმოჩენა თიხის დასამუშავებელი კამაროვანი ქურა უნდა იყოს, რომლის სიგრძე ორი მეტრი, სიგანე კი მეტრ-ნახევარია.

თაღოვანი ობიექტი აგურითაა აშენებული და სავარაუდოდ, შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალისტებმა კერამიკის არტეფაქტებსაც მიაკლიეს. აღმოჩენილ ობიექტს მეცნიერები საფუძვლიანად შესწავლიან.

თეგები :