• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარედ მაშველებმა მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.


თეგები :