• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"აი, ეს ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები"

მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

მისი განცხადებით, ლაპარაკის დრო დამთავრდა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქმის კეთებაზე უნდა გადავიდნენ.

"ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი და ფართო გეგმები მაქვს და ეს გეგმები აღარ არის მარტო გეგმები. ეს არის საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმა და თქვენ იცით ჩემი პრინციპი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად და საქმე ისე მომენატრა, ლაპარაკი ისე მომბეზრდა, 8 წელიწადი მხოლოდ ვლაპარაკობთ გეგმებზე, მორჩა უკვე დრო.

გადავიდეთ, მივაწვეთ, გავაკეთოთ, შევქმნათ, თქვენთან ერთად ავაშენოთ, აი, ეს ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და გავაკეთოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები", - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები :