• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

რა გეგმები აქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციას პროპორცული არჩევნების მოსაგებად? - გია ხუხაშვილის პროგნოზი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს და იმ სტრატეგიებს აფასებს, რომელიც წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას აქვს არჩეული:

საარჩევნო კამპანიის გახსნილად გამოცხადების ფონზე იწყება ბრძოლა, რომლის მოსაგებადაც ხელისუფლება მიდის უკიდურეს ზომებამდე:

მმართველი გუნდი შეეცდება მოახდინოს მონოპოლიზება ყველა რესურსის, როგორც მატერიალური, ისე ადმინისტრაციული და ორგანიზაციული;

სარჩევნო კაპმანია „სისხლიანი ცხრა წლის“ ნარატივზე ჩაივლის და ხელისუფლება გამუდმებით შეახსენებს ამომრჩეველს, რომ სწორედ ამ სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არ უნდა დაუჭიროს მხარი - ეს არის გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე, რადგან ხელისუფლება ეცდება, არჩევანის გარეშე დატოვოს საზოგადოება (არჩევანს გააკეთებინბს ცუდსა და უარესს შორის);

ეცდება კორონავირუსის თემით მანიპულირებას.

რაც შეეხება ოპოზიციას, მას არჩეული აქვს პირველი ტურის სტრატეგია. აუცილებელია, ოპოზიციონრებს ესმოდეთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ძალაუფლების ბედი წყდება არა მაჟორიტარულ სეგმენტზე, არამედ პროპორციულ ნაწილში და სწორედ ამის გამო დაიწყო ქაოტური სიტუაცია მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, თბილისის 8 ოლქში კი იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, რაც დაუშვებელია.

ზოგადად, პირველ ტურში მაჟორიტარული არჩევნების დასრულება არასწორი სტრატეგიაა, რადგან აუცილებელია ჩატარდეს მეორე ტურიც. პირველ ტურში უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, გადახარისხება, საჭიროა შეთანხმდნენ პარტიები და მეორე ტურში უკვე ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ამ შეთანხმებაზე გაყვება თუ არა მათ.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ "ლელომ", დავუშვათ, რომ მოახდინა კოორდინაცია ამ პარტიებთან და ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ, ეს თბილისში იქნება თუ სხვაგან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ლელოს" ამომრჩეველი წავა და ეხლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მისცემს ხმას. ისევე, როგორც პირიქით - ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, მაჟორიტარულ ამომრჩეველი, არასოდეს მისცემს "ლელოს" კანდიდატს ხმას.

მისი ამომრჩეველი, კარგ შემთხვევაში, "ლელოს" მისცემს ხმას და სხვა კანდიდატს მოძებნის, მაგალითად, დამოუკიებელ კანდიდატს, ცუდ შემთხვევაში კი "ლელო" მთლიანად დაკარგავს ამ ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ამომრჩეველი გაღიზიანდება "ლელოს" თანამშრომლობით ნაციონალურ მოძრაობასთან.

ეს ამომრჩეველი არ არის მზად, რომ დაბრუნდეს წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს დღევანდელობა, არც წარსულში დაბრუნება უნდა. სწორედ ამიტომ, პირველ ტურში არჩევნების დასრულების სტრატეგია ძალიან მცდარი იქნება. მეორე ტურში მეტი რესურსი იქნება, რათა ოპოზიციამ ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ცუდსა და უარესს შორის კი არ აკეთებს არჩევანს, არამედ შეუძლია ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ქვეყნის მმართველობის კურსი.


თეგები :