• თბილისი
  • 6°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

ნიკა მელიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ცოტა ხნის წინ 139 ათას დოლარიანი კრედიტი გადაფარა - ვინ არის ვეფხია ლომიძე?

ივანიშვილის რეჟიმმა 10 მარტს შესაძლოა კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი გაუშვას ციხეში. 

საუბარია მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაზე. 

პროკურატურა „ქართუს საქმეზე“ ნიკა მელიას დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. სხდომა 10 მარტსაა ჩანიშნული.

მანამდე, მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.

მაშინ, მელია გამტყუნდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში.

ხოლო გამართლდა ბრალდებაში, რომელიც გულისხმობდა  წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარებას მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

10 მარტს საქმეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე,  ვეფხია ლომიძე განიხილავს.

ვინ არის მელიას საქმის განმხილველი მოსამართლე?

ვეფხია ლომიძე შპს "პირამიდას" 100%-იანი წილის მფლობელია.

მოსამართლე ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შპს "პირამიდის" დირექტორიც არის.

ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "საბას" პარტნიორიცაა.

მოსამართლის ოჯახის საკუთრებაშია: რამდენიმე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი, ერთი კომერციული ფართი თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სამი ბინა, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯიქიას ქუჩაზე, ასევე ერთსართულიანი სახლი ჯიქიას ქუჩაზე. 

მასვე ეკუთვნის არასაცხოვრებელი კომერციული ფართი  ჯიქიაზე და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბორჯომშიც.

ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც რომ ნიკა მელიას საქმის განმხილველ მოსამართლეს, დეკლარაციის მიხედვით, ცოტა ხნის წინ139 ათას დოლარიანი და 8 ათას 750 ლარიანი სესხი გადაუფარავს, რისთვისაც თობისი ბანკიდან 128 ათასი ევროს ოდენობის კრედიტი აუღია. 

ბიოგრაფია: ვეფხია ლომიძე დაიბადა 1967 წლის 13 იანვარს ქ. თბილისში; 

1984 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის N2 საშუალო სკოლა; 

1985-1987 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 

1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ იურიდიულ, შემდეგ კი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 

1993-1994 წლებში მუშაობდა მთაწმინდისა და გლდანის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე; 

1994-1999 წლებში მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობაზე; 

1999-2005 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 

2005-2007 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 

2007 წლის ნოემბერში ჩაირიცხა მოსამართლეთა რეზერვში; 

2009-2016 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ. 

სწორედ ამ მოსამართლემ შესაძლოა გაუშვას პოლიტიკური ლიდერი ციხეში, მიმდინარე წლის 10 მარტს, რითაც ის რეჟიმის დავალებას შეასრულებს.


თეგები :