• თბილისი
  • 32°C
  • 12 აგვისტო, 2020
article

"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე"

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.

„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რიში.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.


თეგები :