• თბილისი
  • 18°C
  • 28 თებერვალი, 2020
article

რომელი ქართული საფეხბურთო კლუბის ყიდვას ცდილობს ბერა ივანიშვილი?

ტროლების ქარხნების შემდეგ ფეხბურთი. ოლიგარქის შვილი, ბერა ივანიშვილი ახლა ქართული საფეხბურთო კლუბით ინტერესდება. 

ამის თაობაზე ინფორმაცია წინა კვირაში გავრცელდა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქტიურად განიხილავდნენ შესაძლო ვარიანტებს. 

კერძოდ, რომელ საფეხბურთო კლუბს იყიდის ოლიგარქის შვილი? 

ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის დინამოა, რომელსაც კერძო მფლობელი ჰყავს. 

მილიონობით ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, თანამედროვედ აღიჭურვა კლუბი, დაისახა მიზნები და გამოჩნდა პერსპექტივები. 

ჩვენი ინფორმაციით, მფლობელი თბილისის დინამოს გაყიდვას არ გეგმავს. 

შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობი რჩება, რას გადაწყვეტს ტროლების ქარხნების დამფინანსებელი ბერა ივანიშვილი და ხომ არ ეცდება თბილისის დინამოს ხელში ჩასაგდებად სახელმწიფო ინსტიტუტების ან სასამართლოს გამოყენებას?

P.S: ივანიშვილების მხრიდან საფეხბურთო კლუბით დაინტერესება შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს. 

ფეხბურთს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ის სხვადასხვა ქვეყანაში ბევრჯერ გამოუყენებიათ პოლიტიკისთვისაც. 

როგორც ჩანს, სწორედ მსგავსი მიზნები აქვს ოლიგარქის ოჯახსაც, რომლის წარმომადგენელი, ბერა ივანიშვილი აქტიურად უჭერს მხარს იმ ჯგუფს, რომელიც ფეისბუქის ადმინისტრაციისა და ატლანტიკური საბჭოს გამოძიებით, სოციალურ ქსელში ფარულად ავრცელებდა ანტიდასავლურ ნარატივსა და საზოგადოების წარმომადგებლებს შორის შუღლს აღვივებდა.


თეგები :