• თბილისი
  • 30°C
  • 12 ივლისი, 2020
article

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი გადადგომის შესახებ განცხადება სერგეი შამბამ წაიკითხა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ხაჯიმბამ კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


თეგები :