• თბილისი
  • 6°C
  • 22 იანვარი, 2020
article

„მალე ექვთიმიზებულ ოლიგარქს ახალი პრემიერი ეყოლება... გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა“

„მალე ექვთიმიზებულ ოლიგარქს ახალი პრემიერი ეყოლება. ეს უკვე მისი რიგითი მეხუთე პრემიერი იქნება ღარიბაშვილის, კვირიკაშვილის, ბახტაძისა და გახარიას შემდეგ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა“.

ნიკა მელიამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვისაც ახლა დანიშნავს პრემიერად, ვეღარ გამოცვლის, რადგან ხალხი არჩევანს სხვა ძალაზე შეაჩერებს. 

„გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა - პრემიერობის ოთხი თვე შეუსრულდა და უკვე ჩემოდანს ალაგებს.

გახარია, რომლის გაპრემიერება თითქოს ასე პრინციპული იყო ივანიშვილისთვის, ოთხი თვის თავზე მალფუჭებადი პროდუქტივით გადასაგდებია.

როცა საზოგადოება ითხოვდა მის თავს, ივანიშვილმა იგი არ დათმო.

20 ივნისის შემდეგ, პრობლემა ივანიშვილის სისუსტეში იყო და არა გახარიას სიძლიერესა და შეუცვლელობაში. ივანიშვილი სიჯიუტით ცდილობდა წაშლილი სახის შენარჩუნებას.

საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ხალხის მხარდაჭერის მქონე ძლიერი პოლიტიკური ლიდერი არ ერიდება საზოგადოებასთან დათმობას, კომპრომისს. მხოლოდ სუსტს და პანიკაში მყოფს ჰგონია, რომ სხვისთვის დათმობა ბოლოს მოუღებს მის ძალაუფლებას.

მოკლედ, ექვთიმე ვისაც ახლა დანიშნავს, იმას ვეღარ გამოცვლის. წელს ხალხი მასაც და მის ახალ პრემიერსაც ერთად გამოცვლის თაიგულად“, - წერს ნიკა მელია.


თეგები :

ნიკა მელია