• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გაგრძელდეს და მივაღწიოთ კომპრომისს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და  და მმართველ პარტიას შორის კომპრომისის მიღწევის მიზნით, დიალოგი გაგრძელდეს.

თუმცა, მისივე აზრით, საარჩევნო სისტემაზე უახლოეს დროში კომპრომისის მიღწევა არარეალისტურია.

„უკანასკნელ შეთავაზებასთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის. ამიტომ, ჩემი პოზიციის შესახებ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ მას უფრო დეტალურად შევისწავლით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გაგრძელდეს და მივაღწიოთ კომპრომისს. წინა შეხვედრებზეც აღვნიშნე, რომ დიალოგი აუცილებელია. ვფიქრობ, არარეალისტურია კომპრომისის მიღწევა ძალიან მოკლე დროში“ ,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.


თეგები :