• თბილისი
  • 8°C
  • 27 იანვარი, 2020
article

შალვა ნათელაშვილი: ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტში გასაღიზიანებელი არაფერია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტში გასაღიზიანებელი არაფერია.

შალვა ნთელაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ერთი მოთხოვნით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლებაში.

„ამ მიზნის მიღწევაზე თათბირობს ყველა ორიენტაციის მქონე პარტია, პროდასავლური, პროამერიკული პრორუსული და სხვადასხვა პრო. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ ჩვენი იდეოლოგია, საშინაო და საგარეო სტრატეგია უარვყოთ კონკრეტული ფორმატის გამო, არ არის. ვთვლი, რომ პარტიები გააგრძელებენ რბოლას ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, პეკინში, სადაც სურთ. არავითარი შემზღუდავი გარემოება, რომ ჩვენ ივანიშვილის მოცილებაზე აქ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ, არ შეიძლება იყოს საგარეო აქტივობისთვის. იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს უმაღლეს ხელმძღვანელობას რუსეთისას, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ, ვიდრე ის მოხვდებოდეს რკინის გალიაში. მე ვთვლი, რომ აქ არავითარი გასაბუტი და გასაღიზიანებელი ფაქტორი არ მომხდარა. ქალბატონი ნინო არაერთხელ ბრძანდებოდა მოსკოვში, ის სამჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მან საკონსულაციო ფორმატი როცა იქმნებოდა, განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.


თეგები :