• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

„აქციები გაგრძელდება, ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში მუშაობას განაახლებს“

„აქციები გაგრძელდება, ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში მუშაობას განაახლებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მოსამართლეების საკითხის, ასევე, სხვა საკითხების განხილვა უნდა გადაიდოს.

„სრული კონსესუსია იმაზე, რომ ამ შემადგენლობის დამტკიცება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. აქციას ვგეგმავთ ქუთაისში და ამ რეჟიმში გაგრძელდება პოლიტიკური აქტივობა. საპროტესტო ტალღა თბილისიდან სხვა ქალაქებში გაგრძელდება. ხელისუფლება დაინახავს, რომ ეს ტალღა არ არის ადვილად ჩასაქრობი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველი შედეგი უკვე არის, რომ ნიკა მელია ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შიშით ციხეში ვერ გამოკეტა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.


თეგები :