• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბრის პოლიტიკური ფასი გადაიხადა იმით, რომ 2012 წელს არჩევნები მშვიდობიანად გადააბარა“

„ჩემი აზრით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 ნოემბრის პოლიტიკური ფასი გადაიხადა იმით, რომ 2012 წელს არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადააბარა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მთავრობაში არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ისევე როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე  ეკონომიკური მიმართულებით, ძალიან სერიოზულ დაპირებებს იძლეოდა, მაგრამ ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერდა.

„ის მიმართულება, რისი იმედიც იყო, რომ გამოსწორდებოდა, უკან და უკან მიდის. ამიტომ 12 წლის შემდეგ, 7 ნოემბერზე საუბარი, რისი მცდელობაც ივანიშვილს მუდმივად აქვს, ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის ძალიან მომაბეზრებელია. მთავარი პრობლემა ივანიშვილის რეჟიმის არის სწორედ ის, რომ მას არანაირი ხედვა არ აქვს ქვეყნის განვითარებისა. ვერაფერს ახალს ვერ და არ სთავაზობს ამომრჩევლებს ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარების  მიმართულებით რას აპირებს, რომ გააკეთოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.