• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

 დიდი დაპირისპირება ივანიშვილის კლანებს შორის: რატომ ვერ ხსნის სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია თურნავას?

ეკონომიკის მინისტრი თანამდებობაზე რჩება, თუმცა, ღიად ამბობს რომ მას ორგანიზებული ჯგუფები ებრძვიან. სისხლიან ჯალათად წოდებული პრემიერი გახარია თურნავას ვერ ხსნის, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ ეტაპზე, ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კლანმა ეკონომიკის სამინისტროში გავლენების შენარჩუნება შეძლო. 

გახარია რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოვებული ივანიშვილის დიშვილის, შმაგი კობახიძის კადრია.

სწორედ მისი დახმარებით გაპრემიერდა სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია გავრილოვის ღამის შემდეგ.

თავის მხრივ, ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისა და მინიგარქ ვანო ჩხარტიშვილის კადრია ეკონომიკის მინისტრი თურნავა.

უჩა მამაცაშვილი კი შმაგი კობახიძესთან მწვავედ არის დაპირისპირებული (ზოგადად, ადამიანების ერთმანეთთნ დაპირისპირება ივანიშვილის სტილია - ასე უფრო ადვილად მართავს მათ და აბალანსებს).

ოლიგარქის ნათესავებს შორის არსებული დაპირისპირების ერთერთი მიზეზი თურნავას მიერ გამოცხადებული დიდი პრივატიზაციაა.

კერძოდ: ეკონომიკის სამინისტროში მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია იგეგმება.

სწორედ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გამო გაუმწვავდათ ურთიერთობა ივანიშვილის ნათესავებს.

მეტიც, კობახიძე-გახარიამ შეიმუშავეს გეგმა რომ ეკონომიკის სამინისტროდან კვლავ გამოყოფდნენ ენერგეტიკას, შემდეგ კი თურნავას ენერგეტიკის მინისტრად გადაამისამართებდნენ, ხოლო ეკონომიკის მინისტრად ნინო ჯავახაძეს დანიშნავდნენ, რომელსაც გახარია ადრე პლასტიკური ოპერაციების ორგანიზაციაში ეხმარებოდა.

თუმცა, ამ ეტაპზე, სისხლიან ჯალათად წოდებულმა პრემიერმა ვერც ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროების განცალკავება შეძლო და ვერც ჯავახაძეს მოუძებნა ადგილი - მინისტრთა კაბინეტში.


თეგები :

კლანები