• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

„ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება“

„არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო, გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა და ვისი ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გაბუნიას თქმით, ამ საკითხს ისე არ დატოვებს, რადგან ის „ცამდე მართალია“ და და მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.

„მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი... გეუბნებით გულწრფელად, ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება. ვის ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა. ეს ყველაფერი რომ დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ღმერთის და ადამიანების წინაშე, რომ ცამდე მართალი ვარ და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას“, -აცხადებს გაბუნია.


თეგები :