• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

გენერალური პროკურორი და მისი მეუღლე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მილიონერები გახდნენ - ფაქტები

იმ ქვეყანაში, სადაც მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ჩინოვნიკები სწრაფად და საეჭვოდ მდიდრდებიან. 

ერთერთი ასეთი მაგალითია ივანიშვილის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე, რომელიც ოლიგარქის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და ქართული ოცნების ოპონენტების დევნით არის დაკავებული. 

მაგალითად, მის მიერ 2019 წლის 27 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ შალვა თადუმაძე და მისი მეუღლე, 2012 წლამდე, მხოლოდ ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე ბინას ფლობდნენ, რომლის ღირებულება სულ რაღაც 8 ათას დოლარად არის შეფასებული. 

თუმცა, 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, როდესაც წინა ხელისუფლებამ ქართულ ოცნებას ძალაუფლება არჩევნების გზით გადააბარა, თადუმაძე და მისი მეუღლე შესამჩნევად გამდიდრდნენ. 

კერძოდ, შალვა თადუმაძის მიერ შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა მეუღლემ, მზევინარ ანსიანმა 2018 წელს ცაგარელის 70 ნომერში 113 კვ.მ კომერციული ფართი იყიდა, რაშიც 90 ათასი დოლარი გადაიხადა. 

სამაგიეროდ, შალვა თადუმაძემ ბინა (93 კვ.მ) იყიდა ვაჟა ფშაველას 78ა ნომერში, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 55 ათასი დოლარი დაუჯდა. 

თადუმაძის სახელზეა რეგისტრირებული საოფისე ფართიც (70 კვ.მ), რომელიც ყაზბეგის 11ა ნომერში მდებარეობს და ის მან დეკლარაციის მიხედვით, 50 ათას დოლარად იყიდა 2012 წელს.

თავის მხრივ, მეუღლეს არ ჩამორჩა მზევინარ ანსიანიც. მან 2013 წელს ბახტრიონის 11ბ ნომერში იყიდა ბინა (120 კვ.მ), რომელიც დეკლარაციის მიხედვით, 100 ათასი დოლარი დაუჯდა.

თადუმაძემ კი, 2013 წელს აგარაკი შეიძინა ნატახტარში (1100 კვ.მ) – 32 ათას დოლარად.

ჯამში, შალვა თადუმაძემ და მისმა მეუღლემ, მზევინარ ანსიანმა 2012 წლიდან დღემდე, 337 ათასი დოლარის უძრავი ქონება იყიდეს. 337 ათასი დოლარი კი, მილიონზე მეტი ლარია.

შალვა თადუმაძე ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშია. იუსტიციის საბჭოს მიერ დაკომპლექტებული სია უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და მისი განხილვა ორშაბათიდან დაიწყება. 

ოლიგარქი, ერთ დროს ღარიბ თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ამზადებს.

P.S: თადუმაძის მეუღლე, მზევინარ ანსიანი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 4 კომპანიის დირექტორი და მეწილეა (კს შალვა თადუმაძე და ბი-ელ-ფი კონსალტინგი, კს მზევინარ ანსიანის ლოია კლაბი, შპს მარმარე და შპს ევრო აგრო).


თეგები :

თადუმაძე