• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

"ძმებო, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს!"

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა, პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელმა,  სიტყვით გამოსვლისას ხალხს მოუწოდა, რომ არ აჰყვეს ბიძინა ივანიშვილის რუსულ ფულსა და ბოტებს, რომლებსაც ხელისუფლება  აქტიურად იყენებს.

"ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე მიღწეული გვაქვს, თურმე ახლა იწყება 30 წლის მერე თავიდან. ჩვენ სანამ სული გვიდგას, სანამ ჯანი გვაქვს, სანამ ვიცით საქმე როგორ გავაკეთოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, გაერთიანება კიდევ თავისუფლების გარეშე არ ხდება. ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა "ლელო" იმიტომ, რომ საქართველომ უნდა უარი თქვას ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაზე, დამარცხებაზე სპორტში, ფეხბურთში, დამარცხებაზე სხვადასხვა სფეროში, ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ეს შეგვიძლია, იცით რატომ შეგვიძლია? ამხელა ინტელექტუალური ძალაა, ამდენი პროფესიონალი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენი ემიგრაციაა, არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამდენი შემოქმედი ადმიანი,ამდენი ნიჭიერი ადამიანი, მაშინ რა გვჭირს? გვჭირს ის, რომ უნდა გადავდოთ, გავხდეთ ზეპარტიულები, გავხდეთ ერთმანეთის გვერდში მდგომები, და ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს - ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა, ეს ქვეყანა უნდა იყოს ბედნიერების ქვეყანა და ამის შანსი გვაქვს ჩვენ და ეს შანსი არის ერთი წელი, ჩვენ უნდა დავდოთ ყველამ ლელო, უნდა გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ.

ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში, მივუტევოთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ, მოვუთმინოთ, ამოვიღოთ ღვარძლი, წარმატებას მხარში დავუდგეთ, გაჭირვებულს გვერდში დავუდგეთ და ასე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ძალიან მიყვარხართ. ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენს სამსახურში მიგულეთ, ამ ბიჭების სამსახურში მიგულეთ, იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ, არ აჰყვეთ ძმებო პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე რომ ზიან, ბოტებს, რომლებიც ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტალით, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში. ყველა უნდა ვიყოთ გამჭვირვალე ამ ქვეყნისთვის. მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. არც ერთ ჩემს საქციელზე უკან ჩემს სიტყვას არ წავიღებ, არც ერთ ჩემს მოქმედებაზე უარს არ ვიტყვი. შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ეს საქართველო მიყვარს“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები :