• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ვინ არის რეალური შს მინისტრი და რა ხდება პოლიციაში?

როგორც ჩანს, ვახტანგ გომელაური ისეთივე ნომინალური ფიგურა შს მინისტრი იქნება, როგორც სუსის უფროსი იყო. 

თუ სუსს, რეალურად ლილუაშვილი მართავდა, შს სამინისტროს მთელ რეპრესიულ მანქანას, ფაქტობრივად, მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე უძღვება. 

მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად გომელაურმა საბანაძის მოხსნა დააპირა, მან შს სამინისტროდან მისი გაწევა ვერ შეძლო.

საბანაძის საცეცები

შს სამინისტროში მინისტრზე არანაკლები გავლენით სარგებლობს ივანიშვილის რეჟიმის ერთერთი მთავარი ჟანდარმი, კახა საბანაძე. 

საბანაძე მეგობრობს ყველასთან - ნარკოდანაშაულში ბრალდებულებიდან დაწყებული, კრიმინალური ავტორიტეტებით გაგრძელებული და ბერა ივანიშვილით დასრულებული. 

საბანაძე „ალაგებს“ ქუჩას, პირდაპირი კავშირები აქვს კრიმინალებთან და მათ, უბრალოდ, ივანიშვილის რეჟიმის გასაძლიერებლად იყენებს - ხელშეუხებლობის გარანტიის ფასად.

მეტიც, საბანაძეს დიდი გავლენა ჰქონდა გახარიაზეც. მას ახლო ურთიერთობა აქვს ღარიბაშვილთან და დიდი ხანია უკვე, რაც თავი შს პოტენციურ მინისტრად წარმოუდგენია, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ოცნება ვერ აისრულა. 

საბანაძე კურირებს ივანიშვილის რეჟიმის ლამის ზონდერ-ბრიგადებად გადაქცეულ კრიმინალურ პოლიციასაც. 

კრიმინალური პოლიცია ის სტრუქტურაა, რომელიც დღეს, მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტია არაფორმალური მმართველისათვის. 

არ ერიდებიან ძალადობას, იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებას, დაბრუნდა კორუფცია და დანაშაულის დაფარვის შევარდნაძისდროინდელი პრაქტიკაც. 

კრიმინალური პოლიცია ალიანსშია კრიმინალებთან.

თუმცა, გომელაური დიდ ცვლილებებს ვერ ახორციელებს. 

მას გასაგებად აუხსნეს რომ „არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კადრი, რომელმაც თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს“. 

ამ „რამდენიმე მნიშვნელოვან კადრში“ კი ის ადამიანიც იგულისხმება, რომელიც პანკისის ძალადობის ორგანიზებას გომელაურს აბრალებდა და მას არც თუ ეთიკურად მოიხსენიებდა.

შესაბამისად, საბანაძეც და გახარიასდროინდელი ის მოადგილეებიც (მეზვრიშვილის გარდა), რომლებიც სისხლიანი ჯალათის თვალები და ყურები არიან შს სამნისტროში, თანამდებობაზე რჩებიან. 

ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.


თეგები :