• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

სალომე სამადაშვილი: ხელისუფლების ინტერესები რუსეთის ინტერესებისგან სრულიად განუყოფელია

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესები რუსეთის ინტერესებისგან სრულიად განუყოფელია, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება.

„ეჭვს არ იწვევს, რომ ხელისუფლება რუსეთიდან მიღებულ დავალებებს ასრულებს, მათ შორის დავალებას შეასრულებენ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩაიშალოს. გიორგი გახარიას დასავლეთის პრესა მოიხსენიებს როგორც რუსეთის კაცს საქართველოს მთავრობაში, რომელიც ძალიან ზედმიწევნით მოუსმენს მითითებებს, რომელსაც მოსკოვიდან მიიღებს. საზოგადოება მის გადადგომას ითხოვდა და პრემიერად დაინიშნა, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, კმაყოფილი იყოს ჩრდილოელი მეზობელი, ვიდრე ქართველი ხალხი, რადგან საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ქართველის ხალხის წინაშე, არამედ მოსკოვის.

გახარია კონკრეტული დავალებებით არის მოსული, მათ შორის ანაკლიის პროექტის ჩაშლის მითითებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები :