• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე: ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

აპატურაი აღნიშნავს, რომ ოკუპანტების უკანონო ქმედებები დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

„საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სოფელ გუგუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაახლეს ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება. ეს დამატებით სირთულეებს ჰქმნის, წყვეტს რა ხალხს საკუთარ მიწას, ოჯახსა და მეგობრებს. ამასთანავე ეს უკანონო ქმედებაა. ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - წერს აპატურაი.


თეგები :