• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

ბახტაძე „რ2“-ზე: ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული

„ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გვესმის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მონაპოვარი სწორედ მედიაპლურალიზმია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული და არაფერი სხვა რამით. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გუშინ მოვისმინე. მინდა გავაკეთო აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანზე, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს არის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება. აქ არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ბახტაძემ.


თეგები :