• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

„ბერამ და უჩამ გადატრიალება მოაწყვეს და ბიძინა ჩამოაგდესო“ - ირაკლი ოქრუაშვილის „ციხის სიზმრები“

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში „ციხის სიზმრებს“ აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„იმისთვის, რომ ციხეს თავი ვირტუალურად დააღწიო, არსებობს რამდენიმე საშუალება.

ერთი ესაა კითხვა ,როცა იმ ნაწამოებში გადადიხარ,რასაც კითხულობ ,ხოლო მეორე და მარტივი საშუალებაა ძილი , როცა სიზმრებს მიყავხარ სხვა სამყაროში.

კითხვით დავიწყე . ის იყო „ოსტატი და მარგარიტა“ -ში პოპლავსკიმ კატას პასტორტი რომ მიაწოდა,იქამდე მივაღწიე და ჩამეძინა.

მესიზმრა ისევ წიგნს ვკითხულობდი. 

კადრი ცოტა გავადიდე და აღმოვაჩინე , რომ ციხის საკანში ვიყავი და იქ ვკითხულობდი. 

აქაც არ გამიმართლა. 

ამასობაში „კარმოშკა“ გაიღო , „კლუჩნიკმა“ თავი შემოყო და გახარებული ხმით მამცნო- ქვეყანაში გადატრიალება მოხდაო . 

როგორ მეთქი ? 

ბერამ და უჩამ გადატრიალება მოაწყვეს და ბიძინა ჩამოაგდესო . რამდენიმე საათია კალაძემ , გახარიამ და ღარიბაშვილმა მასზე ჩვენება მისცეს და ბიძინა დააპატიმრესო.

არ გასულა დიდი დრო და კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა . 

კარი გაიღო და „პალასატი“ ფორმაში გულზე მირტყმული 666 ნომრით გრიგოლიჩი ჩემს კამერაში წიხლით შემოაგდეს.

ვფიქრობ ჩემი გაჭირვება არ მეყოფა, ესღა მაკლდა მეთქი . 

რა ხდება აქანეო - ჭორვილურად მკითხა გრიგოლიჩმა

რა ხდება გრიგოლიჩ და როგორც ვატყობ დედა გაქვს მო....ლი მეთქი .

არაა საქმე მთლად მასეო, ბოლომდე არ გამწირავს ჩემი ბერაო . 

როგორც შენ იტყვი მეთქი ვუპასუხე და კითხვა განვაგრძე.

აქანე მაყურებელი მე უნდა ვიყოო გამომიცხადა .

იყავი გრიგოლიჩ , რა პრობლემაა , ღამ-ღამობით საბანს ვიხდი და თუ მაინც უნდა მიყურო დამაფარე , რომ არ გავცივდე მეთქი .

ნუ დამცინიხარ შენეო - მითხრა და გაჩუმდა .

ეწყინა აშკარად . ცოტა ხანში მოიწყინა ყურადღება , რომ არ მივაქციე .

_რა ვქნათ ახლა ჩვენე , რით გევირთოთ თავიო- მკითხა

_კითხვა შენ არ იცი გრიგოლიჩ , შენი ეკა აქ არ გვყავს , რომ წაგიკითხოს,ლოტო ჩვენ არა გვაქვს , ნარდი და მონოპოლი და აბა რა გითხრა .

_მოდი კარტს გეთამაშებიო, ცოტა ხანში მითხრა .

რომ დავეთანხმე თვალებგაბრწყინებულმა ჩასძახა: 

_ადიკო! ახალი კალოდაო.

_რა ადიკო გრიგოლიჩ ციხეში ხარ შუშის სასახლეში კი არა მეთქი .

ბევრი საჩხერელისგან გამიგონია , რომ ახალგაზრდობაში კარტს კარგად აწყობდაო და ერთ დროს რუსეთში შულერობითაც ირჩენდა თავს,ამიტომ, ჩემი კარტის კალოდიდან ორი ტუზი და ორი კაროლი მოვუტეხე .

_რაზე ვითამაშოთო ?- შემეკითხა 

_ფულზე გრიგოლიჩ ,სხვა რაზე უნდა გეთამაშო, პინგვინი და ზვიგენი მე არ მჭირდება და ნამუსზე კიდე ვერ გეთამაშები , მაინც არა გაქვს მეთქი .

დავიწყეთ თამაში.

აწყობს გრიგოლიჩი კარტს .მოსდის ხან ორი ტუზი, ხან ორი კაროლი .სამი ვერ მოიხელთა ვერც ერთხელ , რადგან წინასწარ ამოვაცალე .

სამი დამა ყველა დარიგებაზე ხელში მიჭირავს და ვუგებ .750 000 000 რომ წააგო ცივმა ოფლმა დაასხა, აღარ გინდაო.

ნება შენია, როგორც იტყვი , ხვალ ღამის თორმეტ საათამდე წაგებული უნდა ჩამაბარო მეთქი.

რა არის ჩემთვის 750 000 000 ? ბიჭო შენ გგონია თავს გევიფუჭებო? 

მთელი ღამე კარებზე ბრახუნში და ადიკოს გინებაში გაატარა, მაგრამ ადიკო არ ჩანდა. 

დილით ადვოკატის სტატუსით ენძელა მაჭავარიანი მოუვიდა და უთხრა -ბერას დავალებით ბოკერია-უსუფას მთავრობამ ანგარისები დაგიყადაღა და მთელი ფული ჩამოგართვაო .

დადის და სცემს მთელი დღე ბოლთას , ელოდება როდის ამოვარტყამ წიხლს წაგებულის ჩაუბარებლობისათვის .გახდა 12 საათი და იყვირა - „ფუფლო „ ვარო .

ვიცი გრიგოლჩ , მეც და მთელმა საქართველომ შვიდი წელია ეგ იცის ,მაგრამ მარტო „ფუფლო“ ვარ ძახილით ვერ გამოძვრები მეთქი .

_რას მიპირებ შენე მეო? 

_ რას და სამი კარტი ცხვირში იმდენი უნდა გირტყა , სანამ არ დავიღლები მეთქი.

გამთენიამდე იმდენი ვურტყი , სანამ ცხვირი კომბოსტოს არ დავუმსგავსე .

8642 -ე დარტყმაზე გამეღვიძა კარის გაღების ხმაზე .

ამბობენ , ციხეში ყველაზე ხშირად მტრები ესიზმრებათო .თუ კიდევ გამოჩნდა გრიგოლიჩი ჩემს სიზმრებში, გაგაგებინებთ .

გაგრძელება იქნება“.


თეგები :