• თბილისი
  • 33°C
  • 26 აგვისტო, 2019
article

ვიქტორ ჯაფარიძე „კურიერის“ ჟურნალისტს: არ გელაპარაკები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ „გამჭვირვალობის“ მონაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

ჯაფარიძეს „კურიერის“ კორესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, საიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არც ერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი სწორედ ამ სიაშია.

„არ გელაპარაკები,“ - მიმართა ჟურნალისტს დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.


თეგები :