• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

"ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1774 წელს... აფხაზეთი 1810 წელს... მაშინ არანაირი საქართველო არ იყო" - პუტინის კომენტარი სრულად

იხილეთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კომენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულად:

"იმისათვის, რომ გავიგოთ მე რითი ვხელმძღვანელობ, უნდა გადავხედოთ წარსულს. აი შეხედეთ, ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაახლოებით 1774 წელს. შევიდა მთლიანად - ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მოგვიანებით, მოვლენები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ვითარდებოდა. ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიაში. არანაირი საქართველო არ იყო. 

აფხაზეთი ასე ვითარდებოდა. როდესაც, იშლებოდა რუსეთის იმპერია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს აფხაზეთის მისაკუთრების მცდელობა ჰქონდა. შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და გერმანული ჯარის დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. 

კიდევ უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართველი სამხედროები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. მთლიანობაში რომ ვთქვათ, ეს იყო ის, რასაც ჰქვია გენოციდი. კარგია, რომ ეს ყველაფერი ქართულმა ხელისუფლებამ იცოდეს. 

ეს მძიმე მემკვიდრეობა, არამც თუ გაითვალისწინეს, არამედ იგნორი გაუკეთა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც გააუქმა ყველა ავტონომია: აჭარა, აფხაზეთი და ა.შ. ამ ყველაფერმა აფეთქება და ძმათა ომი გამოიწვია.

თავის დროზე ვეუბნებოდი სააკაშვილს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით აგრესია. ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი  და რა გააკეთეს? მივიდნენ იქ ომით. შედეგი დღეს ცნობილია. 

რუსეთი ვალდებული იყო დამოუკიდებლობა ეღიარებინა და დაეცვა ეს ხალხები. რატომ ვამბობ ამ ყველაფერს. ეს ანტირუსული განწყობები იბერება იმ ხალხის მიერ, რომელმაც ან არაფერი იცის, ან იცის მაგრამ აიგნორებენ და საბოლოოდ ფატალურ ზიანს აყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს.

ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს - გინებაც, შეურაცხყოფაც. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ვიღაც არამზადების გარეგანი გამოხტომები. 

რაც შეეხება სანქციებს, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო მე ამას არ გავაკეთებდი. გამოვიდა ერთი, დააბრეხვა რაღაც, საკუთარი თავი რაღაცად წარმოადგინა. მასზე არავინ არაფერი იცოდა და ახლა ყველა ლაპარაკობს. დაითხოვეს 2 თვით, წავა დაისვენებს და გააგრძელებს მუშაობას. 

არიან ადამიანები, რომლების საქართველოში ამას აპროტესტებენ. აი ამ ადამიანების გამო, ურთიერთობის აღდგენის მიზნით, არაფერს ვიზამდი ისეთს, რაც ჩვენს ურთიერთობებს გაართულებდა. 

- რას ფიქრობთ, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე?

დიდი პატივია ასეთების წინააღმდეგ საქმის აღძვრა..გააგრძელოს მაუწყებლობა."


თეგები :