• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

"რა გავაკეთო, მითხარით... ქვების სროლა დავიწყო?!"

დეპუტატი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია დავით გარეჯის საკითხზე  საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ითხოვს. 

მისი თქმით, მან პარლამენტს სამჯერ მიმართა თუმცა კომისიის მიწვევა მაინ არ ხდება. 

„მე პარლამენტის წევრმა, კომიტეტის სხდომაზე, ოფიციალურად სამჯერ დავაყენე საკითხი, მოვიზწვიოთ საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისია და მოვუსმინოთ მათ. პარლამენტის წევრი ამ საკითხს აყენებს, რა გავაკეთო მითხარით, შიმშილობა დავიწყო, თუ თქვენ გინდათ, ქვების სროლა დავიწყო. რა ფორმით მივმართო პარლამენტს, რომ ეს სასიცოცხლოდ საჭირო კომისია დავიბაროთ და ნებისმიერ ფორმატში მოვუსმინოთ მათ. ამის აუცილებლობა იყო სამი წლის წინაც, ქალბატონო სოფო“, - მიმართა ადა მარშანიამ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს.  


თეგები :