• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივლისი, 2019
article

ექსკლუზივი: კვლევის მიხედვით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში სანდრა რულოვსი იგებს

2019 წლის 10 მაისს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა დახურული კვლევის მიხედვით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში სანდრა რულოვსი იგებს.

ცნობა ამის შესახებ „პრესა.ჯის“ სანდო წყარომ მიაწოდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააფთრებული ანტიკამპანია რულოვსის წინააღდეგ, რომელიც ადეკვატურობის ფარგლებს გასცდა. ჩვენი წყაროს ცნობითვე, „ქართული ოცნების“ წევრებმა და ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა დავალება მიიღეს, რომ ყველანაირი საშუალებით შეეცადონ არჩევნების შედეგების შეცვლას ხელოვნურად. მათ პროცესში აქტიურად ჩართეს ადგილობრივი და ჩაყვანილი კრიმინალური ელემენტებიც...

არჩევნები ზუგდიდში კვირას, 19 მაისს გაიმართება.

შეძლებენ თუ არა, „ქართული ოცნების“ ზონდერები არჩევნების შედეგების ხელოვნურად შეცვლას და ამომრჩეველთა ნების იგნორირებას, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება

 


თეგები :